|
2018-02-28 16:28:01, 2164 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საგანგებო შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს ემსხვერპლა. 2018 წლის 28 თებერვალს შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო განვითარებების თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული ვითარების შესახებ. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული მხარის მოთხოვნები - მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივი გადმოცემა, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა და არ შეექმნას დაბრკოლებები ქართული მხარის მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, მათ შორის საერთაშორისო აქტორების შესაძლო მონაწილეობით. როგორც შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა მომხდარი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას და პარტნიორ სახელმწიფოებს აქტიური გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის, ასევესთხოვა ძალისხმევის კონსოლიდაცია და ქმედითი ზომების გატარება რუსეთის, ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალისმიერ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით.
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)