12:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 15:23:03, 2165 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი: ერთობლივი მუშაობით, ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის რეგიონალურ ადმინისტრატორს კეტრინ ჰანის და საერთაშორისო ატომური ენერგიის უსაფრთხოების სააგენტოს (IAEA) დირექტორს პიტერ ჯონსტონს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ამერიკელი კოლეგების მიერ საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შესწავლის საფუძველზე  შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს აქვს სრული მხარდაჭერა და ამერიკულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.  გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. ამერიკა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და აღვნიშნო, რომ თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მითითებებს და ვფიქრობ ერთობლივი მუშაობით, მივაღწევთ საქართველოში ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კეტრინ ჰანიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის სახელით, მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და გამოთქვა სურვილი შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics