|
2018-02-28 13:45:35, 1709 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: დღეს გავხსენით საწარმო, რომლის პროდუქცია იმპორტის ჩანაცვლების კარგ შესაძლებლობას მოგვცემს
„დღეს გავხსენით მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომლის პროდუქცია იმპორტის ჩანაცვლების კარგ შესაძლებლობას მოგვცემს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „პოლიმერი 1“-ის ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. „დღეს ჩვენ კიდევ ერთი საწარმო გავხსენით, რომელიც მონაწილეობდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კომპანია „პოლიმერი 1“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილებს. საწარმოში 6,5 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისარგებლა პროგრამის როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. ახალი საწარმოს ასაშენებლად ჩვენ 3,000 კვ,მ. ფართობი სახელმწიფო ქონება გადავეცით, სადაც ამჟამად თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, სადაც გამოშვებული პროდუქციის ტესტირება ხორციელდება, რათა, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი დარწმუნებული იყოს „პოლიმერი 1“-ის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხში. „დღეს საწარმოში 90 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დატვირთვის კვალდაკვალ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სასიხარულოა ისიც, რომ ახალი ხარისხიანი პროდუქციის წარმოება იმპორტის ჩანაცვლების კარგი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, კომპანია საკუთარ პროდუქციას აზერბაიჯანშიც ყიდის და იმედი მაქვს, სხვა მიმართულებითაც შეძლებენ ექსპორტის განხორციელებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. შპს „პოლიმერ 1,“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, ქვედა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე დაახლოებით 3,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა.
(NS)
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)