|
2018-02-28 09:03:40, 2007 ნახვა
პოლიტიკა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას, რომლის მორიგი გამოხატულებაა საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და ასევე საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტი. გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის პოზიცია მომხდარის შესახებ სარწმუნო და გამჭირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისი შემდგომშიც გააგრძელებს აღნიშნული პროცესზე დაკვირვებას. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობისა და აღნიშნულ ტერიტორიებზე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დაშვების აუცილებლობას. უმაღლესმა კომისარმა დააფიქსირა, რომ ის კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შეღწევისთვის ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ პირველად გასულ წელს მიიღო, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც წელს ასევე განიხილება მხარდაჭერილი იქნება წვერი ქვეყნების მიერ და მასში ადეკვატურად აისახება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება.
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)