2018-02-27 13:07:03, 1587 ნახვა
კომენტარი
ტატუნაშვილის მამა: ველოდები, თუ არადა არც ერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის ავტობანზე
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი წამებით მოკლეს.
როგორც გიორგი ტატუნაშვილმა აღნიშნა, ცხედრის გადმოცემის პროცედურა განგებ ჭიანურდება.
„იმათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია, რომ მოხდეს დროულად გადმოსვენება. ნაწამებია, ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ, რომ ეს არ გახმაურდეს, რომ წამებით მოკლეს ჩემი შვილი. ხელბორკილები დაადეს. დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა. ფიზიკურად ძლიერი იყო არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისღაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს როგორც წესია. ველოდები, თუ არადა არც ერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის ავტობანზე", - განაცხადა ტატუნაშვილმა.
ავტორი: ,