2018-02-27 03:22:24, 1948 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსის მიხეილ ფეიქრიშვილის განცხადებით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოებით 3 კვადრატულ მეტრზე იყო გავრელებული. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. რამდენიმე კერაა დარჩენილი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ლიკვიდირება. ამ დროისთის 26 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს ადგილზე", - განაცხადა მიხეილ ფეიქრიშვილმა "TV Pirveli"-ის ეთერში.
ავტორი: ,