|
2018-02-26 17:39:24, 1683 ნახვა
საზოგადოება
საარსებო წყაროების ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია და ამავე სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ორიენტირებულია დევნილთა განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობაზე; მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე; დევნილთათვის საარსებო წყაროების გრანტების მოპოვებასა და სახელმწიფოში არსებულ საარსებო წყაროების პროგრამებშიმათი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდაზე. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს. სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც: საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, დახმარებას აღმოუჩენს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს სათბურების მშენებლობაში, ასევე დაფინანსდება დევნილთა მცირე და/ან საშუალო საწარმოები. შედეგად, დევნილებს გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავალი და იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები სახელმწიფოსგან. ცვლილებების თანახმად, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსუფლებამოსილება მიენიჭა დევნილების გარდა, პროექტები/პროგრამები ეკომიგრანტების საარსებო წყაროს შექმნის კუთხითაც განახორციელოს. შესაბამისად, სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სააგენტოს მუშაობის შედეგად არაერთი წარმატებული ცვლილება განხორციელდა: • 2016-2017 წლებში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებით 3000 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა; • წინა წლებთან შედარებით, დევნილების საარსებო წყაროების პროგრამებზე 2,500,000 ლარით მეტი დაიხარჯა; • გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახებისთვის 900-ზე მეტი საარსებო წყაროს შექმნის პროექტი დაფინანსდა; • სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის შედეგად 43% - დან 75% - მდე გაიზარდა დევნილების ცნობადობა საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ. სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელთან შედარებით, საარსებო წყაროების სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა 2016-2017 წლებში მკვეთრად გაიზარდა.
(NS$
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)