02:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 17:40:40, 1578 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ეს ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე და  გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.

მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას  მიმართა, აღნიშნულ ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოხდეს:

„ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს სიცოცხლის უფლების მინიმალური გარანტიები. კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს, ეთნიკური ქართველი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის  დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს. ხოლო საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით შესაძლებელია, დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და  საერთაშორისო სამართალი“,-განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics