|
2018-02-26 13:55:57, 1976 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საკითხზე ისაუბრებს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესია გახსნა, სადაც დღეს სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოვა. დღესვე საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან და კოლეგა მინისტრებთან. სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ისევე როგორც გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე, ისევე როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას. სიტყვით გამოსვლისას მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძე ასევე ისაუბრებს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე. ხვალ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ ჰუსეინთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან და გაერო-ს გენერალურ დირექტორთან მიხაილ მოლერთან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)