2018-02-26 13:47:50, 1529 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებლის, გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებით შევხვდი ცნობას გია მაისაშვილის გარდაცვალების შესახებ.
მისი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში უკავშირდებოდა დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და სამშობლოზე ფიქრს.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, მაისაშვილს 2015 წელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. იგი მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.
ავტორი: ,