|
2018-02-26 13:30:42, 2109 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს
საპარლამენტო უმრავლესობა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს. უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, აღნიშნული რეზოლუციის მეშვეობით საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. დეპუტატის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები მაღალია და დროა საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეტი მონიტორინგი გაწიოს. „მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მისიები, რომლებიც ამგვარი ფაქტების პრევენციაზე მუშაობენ. ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს, რომელსაც საერთაშორისო სამართლით აქვს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ დანაშაულთან და ადამიანის უფლებების დაღვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)