|
2018-02-26 10:36:57, 2124 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი - ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, დამატებითი ზომები იქნას მიღებული
ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუაშვილის გარდაცვალებით შეშფოთებულია: "ღრმა შეშფოთებას გმოვთქვამთ, საქართველოში, კერძოდ კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის, სადამკვირვებლო მისიის და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას მხარი დაუჭიროს. მისიის ცხელი ხაზი კლავ აქტიურად გამოიყენება. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ველით, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისულება უზრუნველყოფს მათ გადასვლას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნული მოვლენები ხაზს უსვამს, რომ დამატებითი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა პროცესი გაჭვირვალედ ჩატარდეს და მაღალი ნდობით სარგებლობდეს. ევროკავშირი აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას, რათა საქართველომ მშვიდობიანი გზით გააგრძელოს კონფლიქტების დარეგულირება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)