|
2018-02-26 10:16:20, 2011 ნახვა
პოლიტიკა
ქართველი დეპუტატები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ბრიუსელს ეწვევა. ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ იოან პაშკუსთან და ევროპარლამენტარებთან: ანა გომეშთან,კლერ მუდისთან, საჯად კარიმთან, მაიკლ გალერთან, დევიდ მაკალისტერთან გამართავენ. ვიზიტი საქართველოს პარლამენტთან ევროპარლამენტის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ევროპარლამენტის ორგანიზებით გაიმართება და მისი მთავარი თემასაპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები იქნება. ქართველი დეპუტატები და ევროპარლამენტარები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე და ამმიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. ასევე გაიმართება ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრები, სადაც მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონშისაქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები იქნება. განხილვის თემა იქნება აგრეთვე, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, საქართველო-ევროკავშირისთანამშრომლობა და ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები. საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სერგი კაპანაძე, თამარ ხულორდავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი კახიანი,ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ნინო წილოსანი არიან, ბრიუსელში ვიზიტს 1 მარტს დაასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)