|
2018-02-26 09:41:07, 1966 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენებს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ოკუპირებულ ცხინვალში საქართელოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც ლინკევიჩუსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმი უნდა შეიქმნას. "რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე. ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები შეიქმნას. ამ საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე წამოვაყენებ", - წერს ლიტვის საგარეო მინისტრი. ცნობისთვის, 22 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)