2018-02-26 09:43:01, 1768 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა
ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.
100კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ირლანდიელი ბენჟამინ ფლეტჩერი დაამარცხა, ფინალამდე კი 4 შეხვედრა მოიგო. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, 100კგ წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგ ეს ლიპარტელიანის მოგებული პირველი გრან სლემია, თუმცა დიუსელდორფში, სადაც ანალოგიური შეჯიბრი წინა წლებში გრან პრის სახელით ტარდებოდა, მეოთხედ იმარჯვა.
მან აქ გრან პრი სამჯერ -90კგ წონით კატეგორიაში მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანი -100კგ წონით კატეგორიაში საერთაშორისო რეიტინგის ლიდერი გახდა.-60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა.
ავტორი: ,