|
2018-02-25 15:18:15, 2250 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 44 მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმარლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ასევე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე მან გორში ისაუბრა, სადაც ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა. „პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო სულ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში.მოლაშვილის თემას გაგახსენებთ, მე კიდევ ერთხელ მივმართე საქართველოს პარლამენტს, რომ ის, რაც ვთქვით გავაკეთოთ, უკვე მერამდენედ რაღაცას ვაანონსებთ და არ ვაკეთებთ. 2012 წლის შემდეგ რამდენჯერ დავაანონსეთ, რაღაცა ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ეს აბსურდი არ შეიძლება გაგრძელდეს.ერთი თვის წინ დავაანონსეთ გირგვლიანის შესწორებები და არაფერი იმის შემდეგ აღარ ხდება.იმწუთსავე მხარი დავუჭირე და ვთქვი, ახლა მაინც... არაფერი. გირგვლინის შესწორებებზე პასუხი იყო იმ მოსამართლეების დამტკივება, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ ვნახეთ.სანამ არ იქნება გირგვლინაის შესწორებები ძალაში შესული, როგორც კანონი, მანამ გავაჩეროთ სამუდამო დანიშვნები იუსტიციის საბჭოში“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)