16:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 16:07:21, 2335 ნახვა

სამართალი
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

2001 წელს, მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

როგორც სანაიას ძმამ, ჟურნალიტმა ვახო სანაიამ აღნიშნა, გამოძიებამ პატიმრის მიერ ხსენებული ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა დაკითხოს.

"ის ლაპარაკობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის ვიდეო ფირთან (კასეტასთან) დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის ვინ იყო ამ საქმის, ამ მკვლელობის ორგანიზატორები. დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ იცის ვინ შეასრულა ეს მკვლელობა და აცხადებს, რომ ეს იყო შოთა ჭიჭიაშვილი. ჩვენ, ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პორკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. ჩვენ არ ვიცით ვინ, რა ინტერესით, რატომ ახლა დაიწყო მან ამაზე ლაპარაკი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც ახლა გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების გასაკეთებელი", - განაცხადა სანაიამ.

ცნობისთვის, დღეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ და ტელეწამყვანს 43 წელი შეუსრულდებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics