00:11 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 15:57:17, 2052 ნახვა

კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის მამა: ახალგორში პროდუქტი ჩაჰქონდა და ჩასვლა ხშირად უწევდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მის შვილს ახალგორში პროდუქტი ჩაჰქონდა და ჩასვლა ხშირად უწევდა.

 „დაქირავებული ჰყავდათ მაგის მანქანა და პროდუქტი ჩაჰქონდა. ახალგორში ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩადიოდა. არანაირი ინციდენტი არავისთან არასდროს არ ჰქონია. ჩვენი რაიონიდან პირველი შემთხვევა იყო, რომ ასე ხელაღებით ადგნენ და წაიყვანეს. არ ვიცი რა მოხდა“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალში არასდროს უბრძოლია.

„ცხინვალში არასდროს უბრძოლია, ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიით იყო წასული", - განაცხადა ტატუნაშვილის მამამ.

გარდა ამისა, გარდაცვლილი ტატუნაშვილის მეზობლების ინფორმაციით, მას ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა.

"შედიოდა და გამოდიოდა პერიოდულად. ყველანაირი საბუთი ჰქონდა. იქაური კაცი იყო - იქ დაიბადა და გაიზარდა. უპრობლემოდ შედიოდა", - აცხადებს მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, ტატუნაშვილი პერიოდულად ახალგორში მცხოვრებ ბებოსთანაც ჩადიოდა.

"ბებია ჰყავს იქ და როცა დრო ჰქონდა იმის სანახავად ჩადიოდა. აქ ვერაფერს ვერ აკეთებდა და იქ მაღაზიებში პროდუქტები დაჰქონდა", - დასძინა წილკანის მკვიდრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics