|
2018-02-23 20:36:14, 2563 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ უზბეკეთის დელეგაციასთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები განიხილა
22 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან უწყებათაშორისი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე სახიბ საიფნაზაროვის ხელმძღვანელობით იმყოფება. საქართველოს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“, სს „საქართველოს რკინიგზის“ და სსკ „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარება, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზები, ასევე სამრეწველო მიმართულებით არსებული მდგომარეობა. მხარეებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა სექტორში ერთობლივი საწარმოების გახსნის მიზანშეწონილობა, შესაძლებლობები და ის სხვა კონკრეტული საკითხები, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. შეხვედრის მსვლელობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ უზბეკეთის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტვირთების ტრანზიტი წარმოადგენს, შესაბამისად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობის გაზრდას და ერთობლივი პროექტების ინიცირებას. უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობებით, თანამშრომლობა განიხილება არამხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი. ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. უზბეკეთის მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია, შეისწავლოს და გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის, მათ შორის ღვინის ტურიზმის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობა, რომელსაც საქართველოსა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ. სამომავლოდ, მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე, პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადაადგილების ხელშეწყობის და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების გახსნის პერსპექტივებზე და ა.შ. ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ასევე საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ქ. თბილისის მერიაში, სს „საქართველოს რკინიგზაში“, სსიპ „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“, სსკ „სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან“ და ასევე კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის დასასრულს, კერძოდ, 23 თებერვალს საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და უზბეკეთის ღვინის სახელმწიფო ადმინისტრაციამ „უზვინპრომ“ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. (NS)
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)