10:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:48:36, 2269 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 22-23 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და  საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების" ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორივე მხარის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერამდე პირდაპირი რეგულარული ფრენები განახორციელონ  და კომერციული ხელშეკრულებები გააფორმონ.

მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც  საავიაციო სფეროში დადგენილ საერთაშორისოდ აღიარებულ ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება.  შეთანხმების პროექტის მიხედვით, შეუზღუდავია დანიშნული ავიასაწარმოების რაოდენობა, ტევადობა და სიხშირე. ამასთან, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ, თავად განსაზღვრონ ტარიფები, საჰაერო მიმოსვლა კი შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღმავებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს სტუმრობდნენ საუდის არაბეთის ავიახაზების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამომავლო თანამშრომლობით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics