|
2018-02-23 16:23:14, 1863 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში „პარტნიორთა და დამსაქმებელთა ფორუმი 2018“ გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ აკადემიის ორგანიზებით „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018" გახსნეს. ღონისძიება მიზნად ისახავს კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება, ასევე დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა. როგორც ფორუმის მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა, მეზღვაურთა განათლების სისტემის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, საქართველოში 9000-მდე მოქმედი მეზღვაურია, რომლებსაც დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შემოაქვთ ყოველწლიურად ქვეყანაში და მათი კონტრიბუცია საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. „გასულ წლებში განხორციელდა ძირეული რეფორმები მეზღვაურთა განათლების სფეროში, დაინერგა ახალი პროგრამები, გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. რეფორმების ლოგიკური შედეგი იყო ევროკავშირის მიერ 2013 წელს ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარება, საზღვაო აკადემია აღიჭურვა უახლესი სიმულატორებით, სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 3000-მდე, ხოლო წელს აკადემიას სახელმწიფომ საწვრთნელი გემი გადასცა" - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ინგლისის პლიმუთისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტებთან აკადემიაში ინგლისურენოვანი პროგრამების დანერგვის მიზნით. 2019 წლის იანვრისთვის აკადემია პროგრამის ფარგლებში მიიღებსსაქართველოს 50 და უცხო ქვეყნის 50 მოქალაქეს, გაიცემა ე.წ. ,,ორმაგი დიპლომი", რომელიც აღიარებული იქნება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, ინგლისის საზღვაო ხელისუფლების მიერ. „ჩვენი მიზანია, აკადემია გადაიქცეს რეგიონის ჰაბად საზღვაო განათლების კუთხით, რომლის სასწავლო პროგრამები და მეთოდოლოგია შესაბამისობაში იქნება ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან. აღნიშნულ პროცესში, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და მუდმივი დიალოგი აკადემიასთან დამსაქმებელთა საჭიროებების მუდმივი მონიტორინგისა და სამომავლოდ სასწავლო პროცესში გათვალისწინების მიზნით" - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა. ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა" და სამ დამსაქმებელ და პარტნიორ ორგანიზაციას შორის (კოლეჯი"იკაროსი", შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი", შპს „აჭარა ტექსტილი") ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიის, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე კომპანიების ხელმძღვანელი პირები. (NS)
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)