00:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 14:09:10, 1266 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია მუხთარლის საქმეზე: დადგა დრო, პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს კონტროლი

„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის  საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

შესაბამისი საკითხი მათ პარლამენტის პლენარულ ხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს.

ელენე ხოშტარიას თქმით, მუხთარლის გატაცებიდან 8 თვის თავზე, სახელმწიფომ მომხდარის არანაირი ვერსია არ დადო, შესაბამისად, დადგა დრო,  პარლამენტმა  აიღოს პასუხისმგებლობა და კონტროლი განახორციელოს.

„მუხთარლი და მისი ოჯახი დაზარალებული არ არის. მაქვს ეჭვი, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ საქმის მასალებთან არ მოხდეს წვდომა. იმ მსხვერპლია, თუმცა ჩვენი სამართალდამცავი სისტემა იძახის, რომ ამ საქმეში არ არის მსხერპლი. 8 თვის შემდეგ, როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ, დაზარლებული არ არის ცნობილი, ჩვენ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ. გვაქვს ერთი ისტორია, რომელსაც ჰყვება აფგან მუხთარლი და სხვა ვერსია ჩვენ არ ვიცით. სახელმწიფომ სხვა ვერსია არანაირი არ შემოგვთავაზა. ჩნდება კითხვები საერთაშორისომასშტაბით, საქართველოში და გვიჩნდება კითხვები ჩვენ. ვინაიდან მთავრობამ არ შემოგვთავაზა არანაირი ვერსია, ჩვენ პარლამენტმა ავიღოთ პასუხიმგებლობა, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და მოვითხოვოთ პასუხები. ერთხელ მოხდეს, რომ საპარლამენტო სახელმწიფოში წითელი ხაზები დავუწესოთ ყველას- ამ მთავრობსაც მომდევნო მთავრობასაც. პარლამენტის და ქვეყნის საერთო ინტერესია, რომ ჩვენ ეს კომისია შევქნათ. დადგა დრო, პარლამენტმა განახორციელოს კონტროლი და შევქნათ საგამოძიებო კომისია“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics