07:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 14:06:36, 2910 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს

დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს, თუ უნდა რომ კრემლის მზარდი ზეგავლენა შეაკავოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილმა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისთვის ანტისატანკო მოწყობილობების გადაცემისთვის შეაქო. თუმცა, პუტინის გარემოცვისთვის სანქციების გამკრაცებისკენ მოუწოდა.

„პუტინს ამერიკა ძულს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მისი პრეზიდენტი.  პუტინისთის ამერიკის კარგი პრეზიდენტი, სუსტი პრეზიდენტია“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ტრამპი პრეზიდენტობის სწორ გზას ადგას.

„დონალდ ტრამპი ბევერ საკითხში სწორ გზაზე დგას. ის აძლიერებს ამერიკულ შეიარაღებას და ჯარს, რადგან პუტინს მხოლოდ ძალადობის ენა ესმის. თუმცა, აშშ-მ ასევე უნდა განაგრძოს მკაცრი პოზიციის გამოხატვა დემოკრატიისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ვინაიდან ეს თემები უსაფრთხოებას უკავშირდება”, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ პუტინის გავლენა მსოფლიოზე იზრდება.

„პუტინი მედიას აკონტროლებს, მის ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, ვერავინ ვერ შეეხო მას, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს აშშ-ის არჩევნებზე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics