11:56 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 19:58:36, 2307 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე ვროცლავის ხელმძღვანელობას შეხვდა

აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება.

მორიგი შეხვედრა ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ვროცლავს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონების ტურისტულ პოტენციალს. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვროცლავიდან ქუთაისის მიმართულებით ახალი ავიარეისის დანიშვნა გაზრდის ტურისტულ ნაკადსორ ქალაქს შორის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი მეგობრული რეგიონის დამეგობრებას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ვროცლავის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობაზე ორივერეგიონისთვის, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ცნობადობის ამაღლება და ბიზნეს და საქმიანი წრეების კიდევ უფრო დაახლოვება. საუბარი შეეხო ბათუმისა და ვროცლავის ტურისტულ პოტენციალს.

„ბათუმი მზადაა უმასპინძლოს ტურისტებს, ვიზიტორებსა თუ ბიზნესმენებს ვროცლავიდან და გააცნოს მათ ჩვენი კულტურა, ისტორია და შესაძლებლობები, მათ შორის საინვესტიციო და ბიზნესმიმართულებით," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ქვემო სილეზიისმარშალთან ცეზარ პრზიბილსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე, გაიმართება ქვემო სილეზიის ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დელეგაციასაერთაშორისო ტურიზმის გამოფენასაც დაესწრება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics