03:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 15:51:20, 1884 ნახვა

საზოგადოება
სამეურვეო საბჭოში ზვიად რატიანის საჩივრის განხილვა დასრულდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში პოეტ ზვიად რატიანის საცივრის განხილვა დასრულდა. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ. ბორდი.

საქმე ეხება  რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებას, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“  სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ აქვს ზვიად რატიანს პრეტენზიები მხოლოდ საზმაუსთან, როცა მსგავსად მოიქცნენ სხვა მაუწყებლებიც.

„რუსეთმა რომ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და გვეწყინა, გვეწყინა გასაგებია, მაგრამ თუ ავსტრალია დაარღვევს არ გვეწყინება ხომ?“,-მიმართა სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საიას იურისტს, რომელიც  ზვიად კუპრავას ინტერესებს იცავს.

„ნუ დავიწყებთ სხვა ტელევიზიებთან პაექრობას და სხვა ტელევიზიებთან საზოგადოებრივი მაუწყებლის შედარებას, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი სტატუსი, თუნდაც უდიდესი განსხვავებაა ჩვენსა და სხვა ტელევიზიებს შორის იმით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი  ფინანსდება გადასახდელების გადამხდელების ფულით“,-უპასუხა მას სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ქეთევან  მსხილაძემ.

 ზვიად რატიანი ითხოვს,  მენეჯმენტმა აღიაროს  ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა. კერძოდ,  რატიანის შეფასებით,  დაკავების ვიდეომასალის გავრცელებით, დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება  და მოხდა  სიძულვილის გაღვივება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics