2018-02-22 13:07:23, 2208 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
BBC-ის ცნობით, ბაიდენს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია და საკუთარი გეგმები შეხვედრაზე მყოფ 5 ადამიანს გააცნო. ასევე, ბაიდენმა სურვილი გამოთქვა, რომ თუკი კამპანიის დაწყებას გადაწყვეტს, ეს 5 ადამიანი მისი გუნდის წევრი იქნება.
"არ გპირდებით, რომ საკუთარ კანდიდატურას არ წამოვაყენებ. ვერ დაგპირდებით, რადგან დიდი ხანია ვიცი, რომ ზოგჯერ ბედი ჩვენს საქმეებში ერევა“,-განაცხადა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა.
მედია დიდი ხანია საუბრობს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მონაწილეობის შესახებ. მას შემდეგ რაც 2016 წლის არჩევნებში დემოკრატები დამარცხდნენ და დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ავტორი: ,