|
2018-02-22 12:26:47, 2198 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ჯანელიძემ საქმიან ვითარებაში პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რომელიც ეხება საქართველოს დეოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალიზაციის თემას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას: ,,რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ განაცხადა, რომ მზად არის მოვიდეს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე და გასცეს პასუხი კითხვებს. დღეს ჩვენ გვინდა საპარლამენტო უმცირესობის სახელით მას საჯაროდ მივმართოთ და შევთავაზოთ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მისთვის სასურველ დროს მოსვლა, რათა მან პასუხი გასცეს საქმიან ვითარებაში კითხვებს, რომელიც ეხება საქართველოს დეოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალიზაციის თემას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. ასევე ვიზალიბერალიზაციისთვის შესაძლო საფრთხეებს და იმას, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად და სხვა აქტუალურ თემებს, რომელზეც დღეს არსებობს კითხვები", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)