03:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 11:07:47, 1421 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სუბრეგიონალური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში როტერდამის კონვენციის  სუბრეგიონალური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  ნინო თანდილაშვილმა კონვენციის   -  „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებით და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ ესაუბრა.

როტერდამის კონვენცია  საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების შეფასების ინსტრუმენტისა და სხვა მიდგომების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც თავის ემსახურება კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირების მიერ ძალისხმევის და შესაძლებლობების გაძლიერებას საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით, მეცნიერულად დასაბუთებული საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებების მიღების კუთხით.

შეხვედრას სუბრეგიონის წევრი  ქვეყნების: სერბეთის, სომხეთის, ბულგარეთის,  რუსეთისა  და  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics