22:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:33:00, 1548 ნახვა

კომენტარი
ქანთარია: პროცესი უფრო პოლიტიკურ-პირად ინტერესებში გადაიზარდა, რაშიც მონაწილეობა არ მინდა მივიღო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხი სხვა კატეგორიაშია აყვანილი და სცდება რეალურად სამსჯელო თემას.

ქანთარიას შეფასებით, პროცესი პოლიტიკურ-პირად ინტერესებში გადაიზარდა, რაშიც მას მონაწილეობის მიღება არ სურს:

„მემგონი,  ჩვენ ყველანი გავედით პროცესიდან და ვფიქრობ, შეცდომა დავუშვით, როდესაც თვითონ პროცესში ეს საკითხი ავიყვანეთ სხვა კატეგორიაში, აბსოლუტურად გაზვიადებულია როგორც პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენც შევყევით ამ პროცესს და ეს გადაიზარდა პოლიტიკურ პირად ინტერესებში უფრო, ვიდრე მართლა გვაღელვებდეს მედიის საქმე.მე შორს ვარ იმისგან, რომ თუ ეს კანონი მიღებული იქნება, არიქა დაიხურება დამოუკიდებელი  ტელეკომპანიები, ვინ რამდენს მოიგებს, ვინ წააგებს, დათვლაში და ბუღალტერიაში არ არის მემგონი საქმე. აქ უნდა ყოფილიყო პოზიციებზე საქმე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს თუარა იმ ფერხულში, რასაც ჰქვია სხვა კერძო ტელემაუწყებლები, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დარჩეს სხვა მაღალ სიმაღლეზე, როგორც თავისი ნიშის მფლობელი, რომ მას  გასაყოფი და წასართმევი არავისთან არაფერი  აქვს და არ უნდა ჰქონდეს. არც კონკურენციაში, ის უნდა იყოს ჩვენი ყოფის, ისტორიის გამცოცხლებელი,ეროვნული ცნობიერების გამღვივებელი.თუ გასაჯიბრებელია,  ის უნდა გაეჯიბროს სხვა ტელეკომპანიებს, BBC-ის  და ა.შ.  მეჩვენება, რომ ჩვენ ახლა სრულიად სხვა სიბრტყეში ვიმყოფებით, რაშიც მე მონაწილეობა არ მინდა მივიღო“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics