11:55 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 00:47:24, 2447 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვსა და უკრაინის სახალხო დეპუტატს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და უკრაინელმა სტუმრებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განიხილეს მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.  

უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics