|
2018-02-20 17:28:23, 1862 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა კომანია „ჩალიკ ენერჯისთან“ საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოში ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების საკითხები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის მსხვილი ენერგეტიკული ჰოლდინგის „ჩალიკ ენერჯის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან შეხვედრისას, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქარის ელექტროსადგურების პროექტებზე, რომლებსაც „ჩალიკ ენერჯი" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ავითარებს. შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი" საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში ააშენებს 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს, რომელშიც 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „დავასრულეთ მოლაპარაკებები „ჩალიკ ენერჯის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. თავის მხრივ, აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. მისივე თქმით, „ჩალიკ ენერჯის" განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში. „შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და რაც მთავარი იყო, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი" საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება და 50 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ავაშენებთ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. საქართველოში ჩვენ ისედაც გვაქვს ინვესტიციები განხორციელებული, საქართველოსთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. იმედს გამოვთქვამ, ბატონი ვიცე-პრემიერის ვიზიტი თურქეთში იქნება წარმატებული. ასევე ვიმედოვნებ, ჩვენ მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში", - აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, თანამშრომლობის პერსპეტივები საქართველოში მზის ენერგიის ათვისების მიმართულებით. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი თორნიკე რიჟვაძე. ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ჩალიკ ენერჯი" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ავითარებს. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)