|
2018-02-20 17:21:03, 2359 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსთან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სასარგებლოს უწოდებს. თუმცა, სამადაშვილის თქმით, აუცილებელია, პარლამენტში მივიდნენ ის თანამდებობის პირები და მათ შორის შს მინისტრი, რომლებიც საფრთხეების განეიტრალებაზე არიან პასუხისმგებელნი: „შეხვედრა იყო სასარგებლო იმის მოსასმენად, თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური დღეს ამ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს, მაგრამ პირველ რიგში აუილებელია, ჩვენ უახლოეს დღებში საქართველოს პარლამენტში მოვიწვიოთ ის თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხიმგებელი არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე.პარლამენტში უახლოეს დღეებში უნდა მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია“,-აღნიშნა სამადაშვილმა. თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ანგარიში, დახურულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამსახურის უფროსმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე დასმულ კითხვას უპასუხა. „პარლამენტში საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა. დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და როგორ ფიქრობთ, მთავარი საფრთხე საიდან მოდის?!", - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)