|
2018-02-20 12:01:13, 2054 ნახვა
სამართალი
გახარია: „112“-ის ახალი პროგრამა უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს
„თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ეფექტურად და სწრაფად უნდა ვიყოთ ახლოს განსაკუთრებით მაშინ, როცა მას სჭირდება დახმარება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „112“-ის ახალი პროგრამა მოქალაქეებს უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის. „დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ბევრ რეფორმას ვატარებთ როგორც პოლიციაში, ასევე, ქალაქში და დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი - ეს არის პრეზენტაცია პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც უფრო დახვეწილ, ღირსეულ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ეს სერვისი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამეთუ ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს, საპატრულო პოლიციას და თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი სერვისია, რამეთუ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტურად და ძალზე სწრაფად ახლოს განსაკუთრებით მაშინ, როცა მას სჭირდება დახმარება. მოგეხსენებათ, ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ პრეზენტაცია 112-ის ახალი აპლიკაციის, რომელიც ასევე მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი პოლიცია იყოს ძალიან ახლოს მოქალაქესთან. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რამეთუ ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და მართლწესრიგი იყოს კიდევ უფრო დიდი ნდობით მაღალი ხარისხით აღჭურვილი. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, რამეთუ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ მართლწესრიგის დამყარება თბილისში და ქვეყანაში“, - განაცხადა შს მინისტრმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, 112-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს.
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)