2018-02-20 10:00:28, 2006 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა
თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა.
მცირეწლოვანს სავარაუდოდ, ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა.
მომხდარის გამო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა და პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ასეთი შემთხვევები ხდება, თუმცა ეს ძალიან იშვიათია.
„ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ავტორი: ,