11:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 13:51:36, 736 ნახვა

ეკონომიკა
ჩაკრაბარტი: საქართველოს უფალმა დიდი წყლის რესურსი მისცა, რომელსაც მოვლა და ექსპორტზე გატანა სჭირდება

საქართველომ მოახერხრა იმის დემონსტრირება, რომ რეგიონში შესანიშნავი რეფორმები მიმდინარეობს, - ამის შესახებ EBRD-ს პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

EBRD-ს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ შესანიშნავი პირობები შექმნეს.

EBRD-ს მიერ საქართველოში განოხრციელებულ და დაგეგმილ პროექტბეზე საუბრისას, სუმა ჩაკრაბარტიმ ყურადღება ენერგეტიკაზე გაამახვილა.

„საქართველოს ამ მხრივ დიდი რესურსები აქვს, რომელსაც გამოყენება უნდა. საქართველოში ჩვენ უფრო ფართო, საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს, დაახლოებით 30-მდე პროექტია, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონ ევროაზე მეტია. საქართველოს უფალმა დიდი წყლის რესურსები მისცა, რომელსაც მოვლა და ექსპორტზე გატანა სჭირდება. ქართული საბანკო სექტორიდან გვყავს აქციონერები, რომლებიც საუკეთესონი არიან. ჩვენ ასევე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მცირე და საშუალო ბიზნესზე და ხელი შევუწყოთ არამხოლოდ დედაქალაქს, არამედ რეგიონებსაც. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო მიდგომა, განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ნავთობსადენის პროექტსაც“, - განაცხადა ჩაკრაბარტიმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოს მთავრობის ბიუროკრატიული პოლიტიკა საინვესტიციო გარემოზე, EBRD-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით ერთერთი ლიდერი ქვეყანაა.

„მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველო ამ კუთხით მე-15 ადგილზეა, თუმცა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოს მთავრობასთან ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ პროექტს. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან თავად კერძო სექტორი მიუთითებს ხელისუფლებას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებთ“, - განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics