|
2015-05-15 13:21:35, 430 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ეწვევა
18-19 მაისს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი მეუღლესთან ერთად ეწვევა. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავსტრიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღინისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის მხრიდან ამ დონის ვიზიტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. "ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში. გარდა ამისა ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრიის ბიზნესწრეების დაახლოებას",- განაცხადა ფხალაძემ. მისივე ინფორმაციით, 18 მაისს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ და შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერი მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავს. 19 მაისს ჰაინც ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება კულტურული ღონისძიებებიც.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)