2018-02-19 12:11:28, 1505 ნახვა
საზოგადოება
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა შესაძლებელია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.
რთული მეტეოროლოგიური პირობების ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალვა რჩება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაზე.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ,