|
2018-02-18 12:34:39, 1772 ნახვა
საზოგადოება
სამეწარმეო სამართლის პრობლემურ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით, ბათუმში სამეწარმეო სამართლის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ ნოტარიუსები, პალატის დისციპლინური და საფინანსო კომისიის წევრები, ადვოკატები, მოსამართლეები, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), მოწვეული ექსპერტები. ღონისძიებაზე ნოტარიუსებმა მოისმინეს მოხსენებები სამეწარმეო სამართლის პრობლემური საკითხების შესახებ. ექსპერტებთან ერთად ისაუბრეს ისეთ თემებზე, რომლებიც სამეწარმეო სამართლის კუთხით ნოტარიუსების პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია. დეტალურად განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა სამეწარმეო საზოგადოების ორგანიზაციის თავისებურებებს, რეგისტრაციისას წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, მეწარმეთა შესახებ კანონის მოწესრიგების ხარვეზებს, ასევე საზოგადების კაპიტალის და წილის ნატურით გამოყოფის პრობლემებს, სამეწარმეო საზოგადოების გაუქმებისა და ლიკვიდაციის თემებს, რეორგანიზაციის თავისებურებებს. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკული საქმიანობისას წარმოშობილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების დასახვაზე. სამეწარმეო სამართლის პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე დისკუსიისა და განხილული თემების ანალიზის შედეგად ნოტარიუსებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში დადგინდა ერთიანი სტანდარტი. ნოტარიუსებმა კონფერენციის შედეგად მიიღეს ამომწურავი რეკომენდაციები, თუ როგორ გასცენ მომსახურება, რაც სამეწარმეო პირებს დაეხმარება, მიიღონ ერთიანი სტანდარტის შესაბამისი სანოტარო სერვისები უფრო სწრაფად და კომფორტულად. ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს თითოეული ნოტარიუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. აღნიშნული კონფერენციის მიზანიც სწორედ ეს იყო. მსგავსი სახის განხილვები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოშობილი შესაძლო პრობლემების სწორად გაანალიზებასა და შემდგომ მის გადაჭრაში, სანოტარო სერვისების დახვეწასა და მომხმარებლებისათვის მაღლი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაში. (NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)