|
2018-02-17 17:36:29, 2537 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მოლდოვა უმასპინძლებს, - სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, კიშინიოვში, ქართველი კოლეგა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა დღეს პირადად მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სახელით დაადასტურა მოლდოვას თავმჯდომარეობის პერიოდში აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა ხელი შეეწყოს სუამ-ის ფარგლებში პროექტების განვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და რეფორმებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ახორციელებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას საერთო, დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებს და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)