11:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 10:02:41, 1726 ნახვა

პოლიტიკა
ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მიუნხენში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, ომის დანაშაულების ჩადენაში, ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში.

პრემიერი მიესალმა თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას და სასამართლოს წარმომადგენლის დანიშვნას. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის შესახებ კომუნიკაციის სწორად წარმართვას.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics