|
2018-02-16 15:16:06, 1580 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: აუდიტის სამსახურის დასკვნა ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის
თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნით მერიაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სისწორე კიდევ ერთხელ დასტურდება. „სწორედ ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, სწორი ნაბიჯია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე. დედაქალაქის მერის თქმით, გასულ კვირას დამტკიცდა ქალაქის გამწვანებისათვის გათვალისწინებული ხეების ჩამონათვალი, რაც აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამწვანების ღონისძიებები კერძო ინტერესსა და გემოვნებაზე იყოს მორგებული. „არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული, სპეციფიკური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება. თითოეულ ნარგავს სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სამთავრობო დონეზე. „ჩვენ განვახორციელეთ მთელი რიგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები. დღეს უკვე დედაქალაქის საკრებულო ამტკიცებს შესაბამის აქტებს, ხოლო გუშინ, მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამაც შეიტანა შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და და მთლიანად მთავრობას. ეს ყველაფერი კომპლექსურად დაარეგულირებს თბილისში ნებისმიერი ტიპის მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს და შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის სამომავლო გამწვანება იყოს ეფექტიანი და გავლენა მოახდინოს დედაქალაქის ეკოლოგიაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ, ასევე, განმარტება გააკეთა მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებული შენიშვნების ნაწილს იზიარებს. „ქონების მართვის სააგენტო შენიშვნების ნაწილს ეთანხმება და მზად არის, მომავალში პრაქტიკაში გაითვალისწინოს და გამოასწოროს. ასევე, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული პასუხი, რაშიც არ ვეთანხმებით და მზად ვართ ვითანამშრომლოთ შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)