01:15 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 13:11:33, 1491 ნახვა

საზოგადოება
კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი კომპლექსის მშენებლობა ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

„აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი  ცენტრი ექნებათ, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცალკე მიმართულება იქნება.  ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება  თბილისის ყველა რაიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იყო და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

კომპლექსი 1500 ბენეფიციარის მომსახურებაზეა გათვლილი, სადაც კრივის არენა, ტანვარჯიშის დარბაზი, საჭიდაო მოედანი, ასევე, დიდი და საშუალო ზომის დახურული საცურაო აუზები განთავსდება. კომპლექსს ექნება კაფე და ღია ტერასა. პროექტს თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.   
სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ელიტა ბურჯი“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს. 

თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილზე მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე  და მერიის  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics