10:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 13:51:30, 1936 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერატ ალბარაიქს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანული ნახშირწყალბადების ევროპის ბაზარზე მიწოდების საკითხზე საქართველოსა და თურქეთის გავლით. კერძოდ, აღინიშნა, რომ საქართველო, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ჩართულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და  სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) პროექტებში, რომლებიც დღეისთვის წარმატებით ფუნქციონირებენ. ითქვა ისიც, რომ დასასრულს უახლოვდება სამუშაოები სამხრეთ-კავკასიური  გაზსადენის  გაფართოების  პროექტზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა  ენიჭება აზერბაიჯანული, კარძოდ, შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების  მე-2  ფაზიდან  მიღებული და ზოგადად,  „სამხრეთის  გაზის  დერეფნის"  განვითარების მიზნით. 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის" ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ასევე ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტზე, რომლის მიზანიცაა თურქმენული გაზის მიწოდება ევროპის ბაზარზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებით. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მექანიზმების და საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი გადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics