|
2018-02-14 17:02:01, 666 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებას ახალ შენობაში დაიწყებს
უახლოეს დღეებში ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი პაციენტებს რებილიტირებულ შენობაში სრული დატვირთვით მიიღებს. რეაბილირირებული სამედიცინო დაწესებულება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა - ზაალ მიქელაძემ, თურქეთის ელჩმა საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანმა, თურქთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში - მაქბულე ქოჩაქმა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსის კეთილმოწყობითი სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისაა და კოორდინაცის სააგენტომ 2016 წელს დაიწყო. „დაწესებულება აღიჭურვა უახლოესი სამედიცინო აპარატურითა და საოფისე ინვენტარით. სარეკონსტრუქციო სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) დააფინანსა. რებილიტირებულ შენობაში განთავსდა ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩატარდა რემონტი, მაგრამ დაწესებუელბა მაინც არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. აჭარის მთავრობას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა წარმატებული მაგალითებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთია, მახინჯაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ამ დახმარებით, ყოველდღიურად ცენტრში 150-მდე შშმ ბავშვი რეაბილიტაციის კურსს ადაპტირებულ გარემოში გადის. სააგენტოს მხარდაჭერით ასევე აშენდა აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)