15:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 20:14:51, 2192 ნახვა

სამართალი
დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა დასრულდა

ღუდუშაურის კლინიკაში მხედრიონის ყოფილი წევრის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა დასრულდა.  გუგეშაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას დაახლოებით 5 საათის განმავლობაში აძლევდა.

გამომძიებელი ამბობს, რომ გუგეშაშვილმა მატ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მედიასთან დეტალებს  საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებს.

უცნობია, დაასახელა თუ არა გუგეშაშვილმა მკვლელის ვინაობა.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა.შედეგად, მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი და მძიმედ დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics