2018-02-12 13:13:34, 1591 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: შრომის უსაფრთხოების რეგულაციები გავრცელდება ყველა ადამიანზე, თუნდაც არა იქ დასაქმებული, ვიზიტორი იყოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას შრომის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა.
მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების არსებული და ახალი რეგულაციები ყველა ადამიანზე უნდა გავრცელდეს, თუნდაც მათზეც, ვინც ობიექტზე უბრალოდ დასათვალიერებლად, ან სხვა მიზნით მივლენ.
"რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხოების არსებული და ახალი რეგულაციები გავრცელდე ბა ყველა ადამიანზე, მიუხედავად იმისა, ეს პროფ სასწავლებლის სტუდენტია, თუ იქ დასაქმებული, თუნდაც ვიზიტორი იყოს შესული.
ხდება ხოლმე, იქ დასაქმებული არ არის, მაგრამ ვიზიტორი შედის, როგორც მე მშენებლობაზე ექიმად შევდიოდი, ვალდებული ხარ, ის წესები გავრცელდეს მასზე",-აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ,