|
2018-02-09 17:55:17, 1751 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე: დავარწმუნეთ მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი, რომ არავითარ არაკანონიერს ადგილი არ აქვს
ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სრულ აბსურდს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფონდის მიერ ოჯახებისთვის ნაყიდი სახლები უვარგისია და ამავე დროს, არაა გადაფორმებული. ბურჭულაძის მტკიცებით, ამ საკითხზე შეკითხვა არც დაუსვამთ: "ეს შეკითხვა არც დასმულა, რადგან ყველამ იცის, ფონდი თვითონ კიარ ირჩევდა, არამედ იმ ოჯაცის თანხმობით, სოცმუშაკის თანხმობით,იმას ნახულობდა გამგეობის და ჩვენი ფონდის წარმომადგენელი",-განაცხადა ბურჭულაძემ. "ბევრ ოჯახს სახლი გადაფორმებული არ აქვს და ხელშეკრულება არც ითვალისწინებს, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად გადაუფორმდებათ",-ამ ინფორმაციაზე ბურჭულაძის პასუხი ასეთია: "თავიდან ფონდი ოჯახს სახლს უფორმებდა გაყიდვის უფლებით.მოხდა ისე, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს სახლები და ბავშვები ისევ დარჩნენ ქუჩაში.ამის შემდეგ შევცალეთ და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს, ოღონდ გაყიდვა არ შეეძლო.შემდეგ 10 წელი გავიდა და რამოდენიმე ოჯახმა გაყიდა. ახლა გვაქვს პირობაში, რომ ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი,მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მემგონი, ეს არის აბსოლუტურად სწორი",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ. მან ასევე დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზოგიერთ ოჯახს, ფონდის მიერ გადაცემულ სახლში კომუნიკაციების შეყვანის უფლება არ აქვს, რის გამოც დენისა და წყლის გარეშე უწევთ ცხოვრება. ბურჭულაძის შეფასებით, საქმე მალე დაიხურება. "ეს საქმე არ შეიძლება რომ არ დაიხუროს მალე, რადგან არ არის არაფერი. დავარწმუნეთ ჩვენ ბატონი მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი, რომ აქ არავითარ არაკანონიერს ადგილი არ აქვს",-ამბობს ბურჭულაძე. შეგახსენებთ, გამოძიება ფონდ "იავნანას" საქმიანობით დაინტერესდა. საქმე ეხება ფონდის მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)