22:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 11:34:47, 2007 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო, იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს

ეროვნული  სატყეო სააგენტო, კომპანია BP-ის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში  წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად  უცხოელი  ექსპერტები ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას.

ე.წ. „წაბლის ქერქის კიბო“-ს სახელით  ცნობილი დაავადება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ღონისძიების ფარგლებში უკვე განხორციელდა ზესტაფონის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია.ასევე, მიმდინარეობს დაავადების შესწავლა და მუშაობა ტყის მართვის გეგმის დოკუმენტსა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტზე.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განსაზღვრული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს.

კვლევის ნაწილში, ქართველ ექსპერტებთან ერთად ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან ჩართულები.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics