|
2018-02-09 10:21:00, 1917 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფექტურად აღკვეთს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას
„ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა საქართველოს კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რაც ავტოკრატიული რეჟიმის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა წინა ხელისუფლებებს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო რეფორმა იყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა. „საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა. ამ რეფორმის მიხედვით, ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს დრამატულად მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელიც საქართველოს თავიდან აარიდებს ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში.ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ავტოკრატიული რეჟიმის შესაძლებლობას აძლევდნენ. ახლა კი, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს. აღარ იარსებებს არანაირი შესაძლებლობა, საქართველოში დამყარდეს ავტოკრატიული მმართველობა - საპარლამენტო მმართველობის სისტემისა და პროპორციული არჩევნების ფონზე, ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ეფექტურად იქნება თავიდან აცილებული",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)