17:10 - 08 Jun, 2026
|
2018-02-08 20:43:05, 871 ნახვა
რეგიონი
ჭიათურაში, 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩის 16 ნომერში, 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ჭიათურის მერიის ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მალევე სხვა ბინებს გადაედო. ხანძრის სრული ლოკალიზება დაახლოებით სამ საათში ჭიათურისა და საჩხერის სამაშველო სამსახურების ერთობლივი მუშობის შედეგად მოხერხდა. მაშველებმა კორპუსში მყოფი ყველა მოსახლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა. ადგილზე ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე იმყოფებოდა. იგი კორპუსის მაცხოვრებლებს პირადად გაესაუბრა და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამ ეტაპზე კი, დროებით საცხოვრებელში გადაყვანა შესთავაზა.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)